შტატების მხრიდან სანქციები შესაძლოა, პერსონალური იყოს და ყველა იმ დეპუტატის წინააღმდეგ იქნას სათითაოდ ამოქმედებული, ვინც რუსულ კანონს მხარს დაუჭერს – ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, შტატების მხრიდან სანქციები შესაძლოა, პერსონალური იყოს და ყველა იმ დეპუტატის წინააღმდეგ იქნას სათითაოდ ამოქმედებული, ვინც რუსულ კანონს მხარს დაუჭერს.

ლომჯარიას თქმით, თუ “ოცნება” ხალხის ნების და მთელი დასავლური ცივილიზაციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ ამას ადეკვატური რეაქცია მოჰყვება.

უარყოფა სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან არ ყოფილა. როგორც ჩანს, შარშანაც იდგა ეს საკითხი და არც ამ შემთხვევაში გამორიცხა სპიკერმა, რომ შესაძლოა, ამერიკამ დაასანქციროს ის დეპუტატები, რომლებიც ამ კანონს დაუჭერენ მხარს. ჩვენ არ გვინდა არავის დასანქცირება, მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ ისინი ხალხის ნების და მთელი დასავლური ცივილიზაციის საწინაღმდეგო საზარელ ნაბიჯს გადადგამენ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ადეკვატური რეაქცია იქნება”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პოლიტიკის ექსპერტი, ნინო კალანდაძე ამბობს, რომ რუსული კანონის მხარდაჭერა თითოეული დეპუტატის ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, სწორედ ამიტომ, ამერიკის მხრიდან შესაძლო სანქციებიც ინდივიდუალური იქნება.

ამ შემთხვევაში, ძალიან მკაცრი, ინდივიდუალური რეაქციებიც იქნება და მათ შორის, ძალიან კონკრეტულ დამოკიდებულებაში აისახება იმათ მიმართ, ვინც კონკრეტულად ამ კანონს ხელს აუწევს, იმიტომ, რომ მინიშნება ზუსტად ამაზეა. მინიშნება იმაზე, რომ ეს არ უნდა იყოს კოლექტიური გადაწყვეტილება, არამედ ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ინდივიდუალურად მიიღებს. ანუ, რიგითი დეპუტატი, რომელიც ხელს აუწევს, ეს იქნება მისი კონკრეტული გადაწყვეტილება და მათ მიმართ ძალიან კონკრეტული დამოკიდებულება ექნებათ ჩვენს პარტნიორებს”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

პრეზიდენტ ბაიდენის გუნდმა “ქართული ოცნება” გააფრთხილა, თუ რუსულ კანონს მიიღებენ, ამას ვაშინგტონის მოქმედებები მოჰყვება.

banner
წინა სტატიაშიტყუილებით მტკიცება, თითქოს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მტრად აცხადებს ამერიკას ან ევროპას – ბრეგაძე
შემდეგი სტატიაეს თარიღი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა ძალა აქვს ჩვენს ერთობას, რომელიც ქვეყნის განვითარებისა და გამთლიანებისკენ უნდა მივმართოთ – კალაძე