შტაინმაიერმა რუსეთის საზღვარზე იარაღის “ჟღარუნი” გააკრიტიკა

6გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა რუსეთის საზღვართან ახლოს ნატოს სწავლებები გააკრიტიკა და მოსკოვთან დიალოგისკენ გააკეთა მოწოდება – დღეს “დოიჩე ველე” ავრცელებს.
“ის, რაც არ უნდა გავაკეთოთ ახლა, არის იარაღი არ უნდა ვაჟღარუნოთ და სიტუაცია არ უნდა გავამწვავოთ” – განაცხადა მინსიტრმა.

ისინი, ვინც თვლიან, რომ “ტანკების გადაადგილებით ევროპაში უსაფრთხოების მეტი გარანტია გვაქვს”, ცდებიან – ხაზი გაუსვა შტაინმაიერმა. მისი თქმით, სამხედრო ძალებისა და დაშინების პოლიტიკა “საბედისწერო შეცდომაა”, რადგანაც უსაფრთხოებაზე ზრუნვის დროს აუცილებლად ყოველთვის უნდა იყოს დიალოგის მზაობა.

შეგახსენებთ, რომ ბალტიის ზღვაზე ნატოს წვრთნები Baltops 2016 3 ივნისიდან 19 ივნისამდე მიმდინარეობს.
პოლონეთში კი 7-17 ივნისი ნატოს წვრთნები “ანაკონდა-2016” ჩატარდა, სადაც 31 ათასმა ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა.

banner
წინა სტატიაშიკანადაში ევთანაზია დააკანონეს
შემდეგი სტატიაეგვიპტური А320-ის “შავი ყუთები” დაზიანებული აღმოჩნდა