შტაინმაიერმა ევროკავშირს ბრიტანეთის დასჯისგან თავის შეკავება ურჩია

ევროკავშირის ქვეყნებმა თავი უნდა შეიკავონ სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ბრიტანეთის დასჯისგან – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა – Reuters-ი წერს. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა კონცენტრირება უნდა გააკეთონ უსაფრთხოების, მიგრაციის და ეკონომიკურ საკითხებზე.
მინისტრმა ხაზი გასუვა, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ მძიმე სამუშაოები იქნება შესასრულებელი.
24 ივნისს ევროკომისიის ხელმძრვანელმა, ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გუშინვე ევროკავშირის სხვა ლიდერებმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა იგივე მოუწოდეს დევიდ კემერონს.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას 17 410 742 ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა 51,9%-ია. წინააღმდეგ გამოვიდა 16 141 241 ადამიანი, რაც ხმათა 48,1%-ია.

banner
წინა სტატიაშიდიდი მაჟორიტარული ინტრიგები
შემდეგი სტატია555 ათასმა ბრიტანელმა ხელი მოაწერა პეტიციას ახალი რეფერენდუმის შესახებ