შტაინმაიერი: სირიის შესახებ მოლაპარაკებები დამაიმედებელია

შტაინმაიერი: სირიის შესახებ მოლაპარაკებები დამაიმედებელია

შტაინმაიერი: სირიის შესახებ მოლაპარაკებები დამაიმედებელიაგერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სირიის შესახებ ჟენევაში დაწყებულ მოლაპარაკებებს “საიმედო სიგნალი” უწოდა. “ამას მილიონობით სირიელი დიდი ხანი ელოდებოდა” – განაცხადა მინისტრმა დღეს გერმანულ Welt am Sonntag-თან საუბარში.

მისი აზრით, მოსალოდნელია ის, რომ მოლაპარაკებები სირთულეებს წარმოშობს, შესაძლებელია გარკვეული დროის მანძილზე შეწყდეს კიდეც. მან თქვა, რომ სირიულ ოპოზიციას დიდი გაგებით ეკიდება. მისი აზრით, აუცილებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა, რადგანაც მხოლოდ აქ გაირკვევა “არიან თუ არა მხარეები კომპრომისებზე წასასვლელად მზად იმისათვის, რომ ადამიანების მკვლელობები შეწყდეს, იმისათვის, რომ საკუთარ ხალხს საკუთარ ოჯახებში დაბრუნების საშუალება მისცენ” – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომლის თქმითაც მოლაპარაკებებმა პოლიტიკურად გარდამავალი პერიოდის შექმნა უნდა უზრუნველყოს.

banner
წინა სტატიაშიმერკელი: მშვიდობის აღდგენის შემდეგ ლტოლვილები საკუთარ სახლებში უნდა დაბრუნდნენ
შემდეგი სტატიაბავარია საქართველოს და უკრაინის უსაფრთხო ქვეყანად აღიარებას მოითხოვს