შტაინმაიერი: ჰოლოკოსტის გააზრება უნდა გავაგრძელოთ

ჰოლოკოსტის გააზრება უნდა გავაგრძელოთ - შტაინმაიერი

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 76-ე წლისთავზე გერმანელებს მოუწოდა არ შეწყვიტონ ჰოლოკოსტის და ნაციონალ-სოციალიზმის გააზრება.

“ამ მტკივნეული და მტანჯველი პროცესის გარეშე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული თვითშეგნება ვერ შედგება” – 7 მაისს ბერლინში თქვა ექვსი მოქალაქის გერმანიის უმაღლესი ჯილდოთი “გერმანიის ფედერაციის წინაშე დამსახურების” ორდენებით დაჯილდოვებისას, რომლიც მათ ნაციზმისა და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გამო გადასცეს – “დოიჩე ველე” წერს.

“წარსული მოვლენის ხანგრძლივობის გამო გონებიდან წაშლა საბედისწერო შეცდომა იქნებოდა. ჩვენ ძალას და თვითშემეცნებას ვიღებთ არა დუმილისგან, არამედ, კრიტიკულობისა და პატიოსნების შენარჩუნებით – საკუთარ თავთან და ჩვენი ქვეყნის ისტორიასთან” – შნაინმაიერმა თქვა. მისი აზრით, გერმანელების ყველა თაობის ამოცანა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ხელახალი გააზრება უნდა იყოს, რომელიც ებრაელების გენოციდში და ნაციონალიზმისა და რასიზმის საშინელ შედეგებში გამოიხატა.

“ეს გერმანული იდენტობის ნაწილია. წარსული დანაშაულებების ხსოვნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გერმანიის და ევროპის მომავლისთვის” , – გერმანიის პრეზიდენტმა თქვა.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი: თითქოს ჩანდა პრეზიდენტის გაფრთხილება ოცნებისადმი, ასე იოლად აღარ გაგიტარებთო
შემდეგი სტატიახვიჩია: პრეზიდენტის განცხადების გამო უხერხულობა ვიგრძენი