შსს ზვიად გამსახურდიას საფლავის დარბევას არ ადასტურებს

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მთაწმინდაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საფლავი დაარბიეს, ტყუილია, – ამის შესახებ “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს.

“შეტყობინება არ შემოსულა, მაგრამ, რადგან გავრცელდა ინფორმაცია გადავამოწმეთ. ადგილზე იყო მისული პოლიციის თანამშრომლები და მსგავსი რამე არ დასტურდება”, – გვუთხრეს შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი სტიქიის ზონაში ჩავიდა
შემდეგი სტატიაილია მეორე ბორჯომში გახსნილ საგანგებო შტაბში პარაკლისს ატარებს