შსს ზუგდიდში დაჭრის ბრალდებით ერთი პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში მომხდარი დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული მ.წ. ზუგდიდში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 14 მაისს, ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით 1976 წელს დაბადებულ ე.წ.-ს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისერგი გვარჯალაძის ხელფასი 4 ათას ლარზე მეტია – ენმ თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის სამსახურის გაუქმებას ითხოვს
შემდეგი სტატიაირაკლი რუხაძემ ჰოლანდიურ სასამართლოში სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა