შსს ზუგდიდში 21 ოქტომბერს “საქართველოს ბანკზე”თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 25, 2020 15:04

შსს ზუგდიდში 21 ოქტომბერს “საქართველოს ბანკზე”თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს

მნიშვნელოვანი

  • შსს ზუგდიდში 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკზე"თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სხვა სტატიები

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21
ოქტომბერს მომხდარი “საქართველოს ბანკის” ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით
მიმდინარე გამოძიების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური
საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღური
თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის
იდენთიფიცირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებს და საზოგადოების
ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის
ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია,
რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს.
პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენის და მისი
დაკავების მინით სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული,
საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და
144-ე მუხლებით გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას
ეტაპობრივად გაავრცელებს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 25, 2020 15:04