შსს-ზე კომენტარის დაწერისთვის სასამართლომ პენსიონერი ქალი 2.400 ლარით დააჯარიმა

მოქალაქე ქეთი მოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პენსიონერი ქალი შსს-ს წარმომადგენელზე კომენტარის დაწერისთვის 2 400 ლარით დააჯარიმა:

“მე რომ სასამართლო მქონდა, ზოგ ჩემს მეგობარს, სასამართლოზე მოსვლა დააგვიანდა და ვეღარ შემოვიდა სხდომაზე.
ჰოდა ერთ-ერთი მეგობრის მონაყოლს გეტყვით ახლა: რომ ვერ შემოვედი შენთან, სინდისის პატიმრის დარბაზისკენ გადავინაცვლეო,
გზაში ერთი ასაკიანი ქალი შემომხვდა, ბებიაო.

მკითხა,შვილო გუშინ დამირეკეს, სასამართლოში დამიბარეს და სად რა გავარკვიო არ ვიცი, პირველად ვარ ამ შენობაშიო. მივეხმარე გარკვევაში და თურმე სხდომა ჰქონია, ისე ანერვიულდა ვუთხარი, არ ინერვიულოთ და შემოგყვებით მეცო.შევყევიო.
ერთი კაცის ფეისბუქ პოსტის კომენტარის კომენტარში ეწერა შსს-ს წარმომადგენელზე რაღაც და იმას ედავებოდნენო. ქალი გადაირია, არ ვიცოდი შვილო რომ არ შეიძლებოდა, ის ადამიანი მოიყვანეთ ან მე მივალ და ბოდიშს მოვუხდი, პენსიის ამარა ვარ და რომ დამაჯარიმოთ, მშიერი დავრჩები,
რასაც მეტყვით, იმას გავაკეთებ, ოღონდ არ გამწიროთო.

შსს-ს წარმომადგენელი ჰო გაიწურა, მოსამართლესაც აღარ იცოდა რა ექნა, გავიდა, ითათბირა, ითათბირა და 2400 ლარით დააჯარიმა ფესიბუქ პოსტის კომენტარის კომენტარში დაწერილი სიტყვების გამო ბებიაო.

ჰოდა რატომ დააჯარიმეს ეს ბებია ჰო ვიცით: მე რომ დავწერო, სხვამ რომ დაწეროს, შიში რომ დათესონ.

ჰოდა ზუსტად ამიტომ ვწერ.
ყველა ქოცი უნდა ძრწოდეთ და ერთ კომენტარსაც ვეღარ წერდეთ, ვაითუ რამე ისე არ დამეწეროს, ლოგიკაში მაჯობონ და მეც სანაგვეზე მომისროლონო.
პოსტებს კი არა, კომენტარის კომენტარებს ვეღარ უნდა წერდეთ ისე გაკონტროლებენ, მესიჯებს ვეღარ უნდა აგზავნიდეთ და სახლში ვეღარ უნდა საუბრობდეთ, აი ეგაა რაც თქვენმა სიჩუმემ მოგვიტანა.

აგერ ვწერ საჯაროდ, ვუსრულებ თხოვნას ქოცებს და გეუბნებით, რომ გეშინოდეთ!
პირველ რიგში თქვენ გეშინოდეთ: სოციალურ ქსელში დაპოსტილი ან დაწერილი კომენტარების გამო გეშინოდეთ, მესიჯების გამო და დარეკილების გამო,
ყველაფრის გამო გეშინოდეთ და დაე იყავით უტყვი, უუფლებო მხევლები, იმსახურებთ…

გილოცავთ, თქვენ ჭეშმარიტად მოგვიტანეთ ის დემოკრატია, რომლითაც ევროპა და ამერიკა გააოცეთ და სანაცვლოდ, სამუდამოდ დადუმდით.
და რაღაა ადამიანი, ვინც ცოცხალია, მაგრამ უტყვი? ანუ ვერ საუბრობს, უტყვია, პირ უტყვი?” – წერს ქეთი მოლაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიამათზე აღარ – იმათზე ვბრაზობ, თანამებრძოლებად რომ მიმაჩნდა და ამ ხროვას ემსახურებიან – კობა ხაბაზი
შემდეგი სტატიაკახა კალაძე ელისაშვილის განცხადებაზე: აგენტი და ქვეყნის მოღალატეები იქნებიან ერთად, თუ ცალ-ცალკე, მოსახლეობისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს