შსს: ვლადიმერ პოზნერს, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და საქართველოში აქამდეც არაერთხელ იმყოფებოდა.

„აღნიშნულ პირს, რომელიც არის აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში. რაც შეეხება მათ ქვეყანაში შემოსვლას, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს ჰქონდა კოვიდ პასპორტი, ხოლო ნაწილს „პისიარ“ ტესტის ცნობა“,- განმარტავენ უწყებაში.

ამ წუთებში, სასტუმრო “ვინოტელთან”, სადაც რუსი სტუმრები, ვლადიმერ პოზნერი და მისი მეგობრები ვახშმობენ, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს ხვალ დაბადების დღე აქვს და იუბილეს საქართველოს დედაქალაქში აღნიშნავს. სწორედ, პოზნერს ეკუთვნის ფრაზა -“აფხაზეთი აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”.

banner
წინა სტატიაშიკახიძე: საქართველოს ღია მტრებს ქოცები უწერენ საშვებს და რესტორანში აქეიფებენ
შემდეგი სტატიამეგრელიშვილი: პოზნერის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ანგაჟარიებული ადამიანები არიან