“შსს ვალდებულების შესრულებაზე უარს აცხადებს”- თარგამაძე მისი აფეთქების საქმის მასალებს მოითხოვს

გივი თარგამაძე მისი აფეთქების საქმის მასალებს მოითხოვს. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის განცხადებით, გამოძიებამ ის დაზარალებულად სულ რაღაც 3 დღის წინ აღიარა და ისიც მხოლოდ დეპუტატის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ.

მიუხედავად ამისა, თარგამაძეს ამ დრომდე არ მიუღია საქმის მასალები. დეპუტატი ვარაუდობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეგნებულად მალავს გარკვეულ ინფორმაციას.

“დაზარალებულად მცნეს საბოლოო ჯამში, რაც აჩენს იმთავითვე ვალდებულებას მათი მხრიდან, რომ გამაცნონ საქმის მასალები, რაზეც ჯიუტად აცხადებენ უარს. ისინი უარს აცხადებენ თავისი ვალდებულების შესრულებაზე. ეჭვი, რომელიც მე მქონდა იმთავითვე, აფეთქებიდან დაწყებული, არ გამქარწყლებია, რომ ეს აფეთქება განახორციელა დღევანდელმა ხელისუფლებამ,“ – განაცხადა თარაგამაძემ.

banner
წინა სტატიაშიანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის დაკავება – “სამართალდამცავთა ლიგა” სპეციალურ ბრიფინგს გამართავს
შემდეგი სტატია“საია” სკანდალური ინფორმაციის ასაჯაროებს – მიხეილ გიორგაძის მისამართზე რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოს ვალი აქვს