შსს – უკრაინიდან დეპორტირებული მოქალაქე ე.წ. კანონიერი ქურდი არ იყო

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, დავით ლაცაბიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინიდან დეპორტირებული მოქალაქე ე.წ. „კანონიერი ქურდი“ არ არის.
„უკრაინიდან დეპორტირებული მოქალაქე ე.წ. „კანონიერი ქურდი“ არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ებრძვის ქურდულ სამყაროს და მხოლოდ ბოლო თვის განმავლობაში, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 8 პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომლითაც კიდევ უფრო ეფექტური ხდება ბრძოლა ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის წინააღმდეგ, მკაცრდება სასჯელი და დანაშაულად ცხადდება მთელ რიგი ქმედებები, რომლებიც აქამდე სისხლის სამართლის წესით არ ისჯებოდა. სამართალდამცველებს კონტროლზე ჰყავთ აყვანილი ყველა პირი, რომელსაც შეიძლება კავშირი ჰქონდეს ორგანიზებულ დანაშაულთან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თითქოსდა უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქე პ.უ. არის ქურდული სამყაროს წევრი, არის მცდარი! სამართალდამცველებთან გასაუბრების შედეგად, მან თავად განაცხადა, რომ არ არის ე.წ. კანონიერი ქურდი. ამ კონკრეტულმა პირმა უკვე დატოვა საქართველო” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიჩვენი მიზანია, რომ ახალი საგადასახადო ინიციტივა ძალაში 1 ივლისიდან შევიდეს – ბახტაძე
შემდეგი სტატია„მერიის ფაციფუცს რა მოაქვს, ყველამ კარგად ვნახეთ”- ოპოზიციას გუდიაშვილის მოედანთან დაკავშირებით კითხვები აქვს