შსს ტყიბულში მომხდარ მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს

news
ავტ.: news იანვარი 15, 2016 15:18

შსს ტყიბულში მომხდარ მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს

მნიშვნელოვანი

  • ტყიბულში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო

სხვა სტატიები

ტყიბულში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული მერაბ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ტყიბულის რაიონის სოფელ საწირეში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სიძეს – 1972 წელს დაბადებულ პაატა კ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.

news
ავტ.: news იანვარი 15, 2016 15:18