შსს: თიბისი ბანკზე თავდამსხმელი ცხელ კვალზე დავაკავეთ

ადამიანი, რომელიც დღეს საღამოს თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე თიბისი ბანკის ფილიალში შეიჭრა შსს-მ ცხელ კვალზე დააკავა.

ინფორმაციას ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ადასტურებს.

ცნობისთვის დღეს თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე თიბისი ბანკის ფილიალში შეიარაღებული ნიღბიანი პირი შეიჭრა.

არსებული ინფორმაციით, კაცმა თანხის წაღება ვერ მოახერხა.

შსს-ის ინფორმაციით, ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიბაბუშარის აეროპორტი დღეს
შემდეგი სტატიაქვათაცვენის გამო 4 იანვრის 08:00 საათამდე ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 73-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება