შსს თერჯოლაში პოლიციელების მხრიდან ახალგაზრდებზე ზეწოლას არ ადასტურებს

შსს-მ ბეჟაშვილის ცემის ფაქტზე საქმე აღძრაროგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თუ კონკრეტულ პირებს სამრთალდაცავების მუშაობაზე ან მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომაზე აქვთ პრეტენზია, შეუძლიათ, სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ან პროკურატურას მიმართო.
შეგახსენებთ: თერჯოლის პოლიციასთან ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გაიმართეს და თერჯოლის პოლიციის უფროსის, ირაკლი დათუაძის და მისი მოადგილის, გიორგი ლანჩავას გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, თერჯოლაში პოლიციელები ადგილობრივ ახალგაზრდებს ჯალათურად ექცევიან. მათივე განცხადებით, პოლიციელები ახალგაზრდებს სრულიად უსაფუძვლოდ აკავებენ და სასტიკად უსწორდებიან.
როგორც აქციაზე აღნიშნეს, თუკი პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე არ გადადგებიან, ისინი პერმანენტულ აქციებს გამართავენ.
მომიტინგეები პოლიციის უფროსსა და მის მოადგილეს სამ-დღიან ვადას აძლევენ.

banner
წინა სტატიაშიდუბაიში გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ადგილობრივებთან ჩხუბი გახდა
შემდეგი სტატიალონდონის მერმა ობამა პირფერობაში დაადანაშაულა