შსს: თბილისში 1999 წელს დაბადებული კაცი დაჭრეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, 29 მაისს, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე 1999 წელს დაბადებული კაცი დაჭრეს, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

უწყებისვე ცნობით, 1994 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ბ.ღ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 31 მაისს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. დღეს, 2 ივნისს კი, მოსამართლის განჩინებისა და პროკურორის განჩინების საფუძველზე ბრალდებული ძებნილად გამოცხადდა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.ღ.-მ მიმდინარე წლის 29 მაისს, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, “აფხაზეთის განათლების ცენტრის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1999 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – წერს შსს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“როსნეფტის” დირექტორთა საბჭოში კარინ კნაისლი შევიდა, პუტინთან მოცეკვავე ავსტრიელი მინისტრი
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ უზნაძის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა