შსს თანამშრომლებმა დაშავებული მოქალაქე სტეფანწმინდიდან თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 6, 2018 19:59

შსს თანამშრომლებმა დაშავებული მოქალაქე სტეფანწმინდიდან  თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ოპერატიულად უზრუნველყვეს დაშავებული მოქალაქის სტეფანწმინდიდან თბილისში გადმოყვანა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში 38 წლის მამაკაცმა ელექტროხერხით ფეხი დაიზიანა, რის შედეგადაც ბევრი სისხლი დაკარგა. შემთხვევის ადგილზე მისულმა ექიმებმა განაცხადეს, რომ, კატასტროფის ბრიგადის ჩასვლამდე, საჭირო იყო დაუყოვნებლივ პაციენტის ვერტმფრენით თბილისში ტრანსპორტირება და საავადმყოფოში მოთავსება, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
ამ დროისთვის, დაშავებული მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

 

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 6, 2018 19:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,655
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics