შსს: თამაზ მეჭიაურის მხარდამჭერებზე თავდასხმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია

თამაზ მეჭიაურის მხარდამჭერების ავტომობილის  დაწვის ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო,რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით გულისხმობს.  როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს თავდასხმას ადგილი არ ჰქონია და არც  მისი მხარდამჭერები იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე.

 

რამდენიმე საათის წინ თიანეთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა , „ოცნების“ ყოფილმა წევრმა, თამაზ მეჭიაურმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ და მანქანა დაუწვეს.
„ახლახან, ჩვენი შტაბიდან გასულმა არასამთავრობო ორგანიზაციის – „ყოფოლი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენლებმა – მახარე სისაურმა და რამაზ ღვალაძემ, რომლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო პროცესებს, გვაცნობეს, რომ ჟინვალის გზაზე თავს დაესხნენ და დაუწვეს მანქანა! პოლიციას შევატყობინეთ… ტერორი დაიწყო?

 

banner
წინა სტატიაშიsos!!!- თამაზ მეჭიაური: “მახარე სისაურს და რამაზ ღვალაძეს ჟინვალის გზაზე თავს დაესხნენ და მანქანა დაუწვეს…”
შემდეგი სტატია“ენმ”-ის უარის მიუხედავად, მერის არჩევნების მეორე ტური ქუთაისსა და მარტვილში მაინც გაიმართება