16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

შსს: თამაზ ელიზბარაშვილი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით არის დაკავებული

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ წერს.

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკისას ცოტა ხნის წინ დააკავეს. ელიზბარაშვილი სამართალდამცველებმა ხელბორკილით პოლიციის ავტომობილში ჩასვეს. ადგილზე ხმაურიც იყო.

მანამდე პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა მის მანქანაში. შსს-ში განაცხადეს, რომ თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილის ჩხრეკა მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია
შემდეგი სტატიააშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ობიექტებზე დარტყმები განაახლეს