შსს სტუდენტის ოჯახში ყოფნას ადასტურებს – სახალხო დამცველი წერილს ასაჯაროებს

აუდიტორია 115-ის სტუდენტები საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან. დღეს 6 საათზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში დაიწყება საპროტესტო აქცია – არა პოლიციურ რეჟიმს, საიდანაც ახალგაზრდები გამართავენ მსვლელობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობამდე. სტუდენტები ამით კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ უსაფრთხოების სამსახურის ქმედებებს.

ერთ-ერთი სტუდენტი, ირაკლი კუპრავა, კურიერთან საუბარში აცხადებს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა, შს სამინისტროს თანამშრომლები მასთან მისულიყვნენ, არის მისი ბოლო პერიოდის აქტიურობა.

პარალელურად, სახალხო დამცველმა გაასაჯაროვა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა თავისი თანამშრომლების ვიზიტი ერთ-ერთი სტუდენტის – ირაკლი კუპრაძის ოჯახში.

banner
წინა სტატიაში,,სტუდენტების პროტესტის მესმის და ყველაფერს ვაკეთებთ ”წინა პერიოდიდან გადმონაშთების” ლიკვიდაციისთვის”
შემდეგი სტატია“IRI- ს კვლევაში, ბურჯანაძის პარტია ორი სახელწოდებით არის მოხსენებული”