28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

შსს: სტიქიური მოვლენების გამო, 13 ივლისს თელავში პრაქტიკული გამოცდის როგორც პირველი, ისე მეორე ეტაპი არ ჩატარდება

თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს თელავში პრაქტიკული გამოცდის­ როგორც პირველი ეტაპი (მოედანი), ისე მეორე ეტაპი (ქალაქი) არ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ ქალაქ თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს ქალაქ თელავში პრაქტიკული გამოცდის როგორც პირველი ეტაპი (მოედანი), ისე მეორე ეტაპი (ქალაქი) არ ჩატარდება.

მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ.

პრაქტიკული გამოცდის განახლებისა და სააგენტოს სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშირთული ვითარება თელავში: “ავერსის” კლინიკასთან სტიქიამ მიწის მასა და ქვები ჩამოიტანა
შემდეგი სტატიამდინარე ქსანში 20 წლამდე ასაკის ბიჭი დაიხრჩო