შსს-სთან ორი აქცია მიმდინარეობს

მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები შეიკრიბნენ მოწოდებით „ნუ დააბრუნებთ გაი-ს ეპოქას“. მათი განცხადებით, აპროტესტებენ პოლიციის ქმედებებს, რომლებიც საპროტესტო აქციებზე მომიტინგეების დაკავებას შეეხება.

ცოტა ხანში კი, სამინისტროსთან რამდენიმე ახალგაზრდა გამოჩნდა, რომლებიც სავარაუდოდ „გირჩის“ აქტივისტები არიან, თუმცა ისინი მედიას ორგანიზაცია „20-30“-იანელებად გაეცნენ.

მათ განაცხადეს, რომ შეიკრიბნენ, რათა გამართონ კონტრაქცია და მხარი დაუჭირონ პოლიციელებს. მათ წარმოდგენილი აქვთ პლაკატები წარწერით „ერის მამის დაცვა საამაყოა“, „სახელმწიფო გადატრიალების ჩახშობა დემოკრატიული პროცესის ნაწილია“.

შსს-სთან მობილიზებულია პოლიცია.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ცოლის გაუპატიურებასა და ცემაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შემდეგი სტატიასოფო კილაძე – მე ვარ და დავრჩები პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრე