შსს სპეციალური სამუშაო ჯგუფი სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიებაში ჩაერთო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სამუშაო ჯგუფი სამსონ ქუთათელაძის
მკვლელობის საქმის გამოძიებაში ჩაერთო

შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, სამსონ ქუთათელაძის საქმის
გამოძიებაში ჩაერთო სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია შინაგან
საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, ერთობლივი
ოპერაციების ცენტრის, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისა და
ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებით. სამუშაო ჯგუფს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კობა
ნარსია ხელმძღვანელობს.
ამ დროისთვის, სპეციალური ჯგუფის წევრები უკვე რუსთავში იმყოფებიან.
საგამოძიებო მოქმედებებში მათი ჩართვა საქმის ოპერატიულ და ობიექტურ
გამოძიებას შეუწყობს ხელს. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას
შესაბამისი ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდება.

banner
წინა სტატიაშისროლა ნუცუბიძის ფერდობზე-დაჭრილია ალექსანდრე ჯორჯაძე
შემდეგი სტატიაპიჯაკების და სუშის გამო ვუპირისპირდებოდი სააკაშვილს? – გიორგი მარგველაშვილი