შსს სოფელ ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს

შსს სოფელ ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით დაკავებულია 1985 წელს დაბადებული ლ.შ., რომელსაც ბრალად ედება განზრახ მკვლელობა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა 26 ივნისს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, 1956 წელს დაბადებულ ვ.თ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიციამ მკვლელობის იარაღი ნივთმტკიცებად ამპიღო. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისიწნებს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : ეკონომიკის მიმართულებით ტემპი აუცილებლად დაჩქარდება
შემდეგი სტატიარუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა – ზალკალიანი აშშ-ს კონგრესში წარდგენილ რეზოლუციას ეხმაურება