შსს: სოფელ ნინოწმინდაში ოჯახში ძალადობისა და მუქარისთვის 1 პირია დაკავებული

სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ სოფელ ნინოწმინდაში ოჯახში ძალადობისა და მუქარისთვის 1 პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ბოლო სამი თვის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა მეუღლის, მამის და დედის მიმართ. ერთ-ერთი ურთიერთშელაპარაკების დროს, ბრალდებული ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და საცხოვრებელ სახლში არსებული ავეჯი დააზიანა.

“გამოძიება ოჯახში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა
შემდეგი სტატიააჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა