შსს: შშმ პირზე მუქარის, ადამიანით ვაჭრობისა და გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ მუქარის, ადამიანით ვაჭრობისა და გაუპატიურების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დ.ს.-ს ფიზიკური ძალადობის მუქარით აიძულებდა ქუჩებში მოწყალება ეთხოვა და ამ გზით გამომუშავებული თანხა მისთვის მიეტანა, ასევე რამდენჯერმე მისი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა სქესობრივი კავშირი.

“დანაშაულები 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ვ.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი: ბექა კვინიკაძე გამეცი პასუხი: რა უფლებით და ვისი დავალებით შეხვედით მურთაზ ზოდელავასთან და პაატა ბურჭულაძესთან?
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა