შსს-ში ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს

საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამია გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, გამოძიებას კითხვები ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებით აქვს.

“იქიდან გამომდინარე, რომ გვარამიას წინააღმდეგ არაერთხელ იქნა განხორციელებული დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებები და მათ შორის იქნა დაწყებული გამოძიება, თუმცა არც ერთ გამოძიებას შედეგი არ მოყოლია, არ გვაქვს მოლოდინი, რომ რეალურად გამოძიებას მოყვება შესაბამისი შედეგები. კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის რესურსი ყველას არ აქვს. ცხადია, ჩნდება ეჭვი, რომ ამ ყველფრის უკან სპეცსამსახურის წარმომადგენლები დგანან”, – განაცხადა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე: პარლამენტში ვიქნები იქ, სადაც საჭირო იქნება
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : წინასაარჩევნოდ აგებდნენ ასფალტს, აკეთებდნენ სკვერებს, ბაღებს…ამ ხარჯების ანაზღაურების პერიოდი დადგა