შსს-ში გამოკითხვაზე არ მივალ, მივალ იმ შემთხვევაში თუ თავისივე უწყებაში გახარია მივა

შსს-ში გამოკითხვაზე არ მივალ, მივალ იმ შემთხვევაში თუ თავისივე უწყებაში გახარია მივა, – ამის შესახებ გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ის დეტალურად მოყვება იმ ყველაფრის შესახებ, რაც 20 ივნისს მოხდა.

დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ უგულავას, მელიასა და ოქრუაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხავენ.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალეს.

ბოლო მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 240 პაციენტი, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 55 პაციენტი. 240-დან 80 იყო პოლიციელი. შსს-ს ინფორმაციით, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და „ქართული ოცნების წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილმა აქციაზე დაშავებულები მოინახულა
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა : გიორგი გახარია თუ დამნაშავეებს ეძებს, სარკეში ჩაიხედოს