შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ, რომ ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კოტე შარაშენიძის წარმომადგენელი გიორგი როყვა გაუჩინარდა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი როყვას ვერ პოულობენ. მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.
“უნდა ყოფილიყო ჩემი წარმომადგენელი სოფელ ოზურგეთის საარჩევნო უბანზე. დააშინეს. ფაქტები მაქვს. გაქრა”, – განაცხადა კოტე შარაშენიძემ.
არჩევნების მეორე ტურში კოტე შარაშენიძის კონკურენტი “ქართული ოცნების” კანდიდატი ბეგლარ სიორიძეა.