შსს-ში აცხადებენ, რომ სამართალდამცველები პარლამენტში მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებიან

პარლამენტის ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, სამართალდამცველები მობილიზებული არიან თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით.

პარლამენტთან ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია 15:00 საათზეა დაგეგმილი.

აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, მთავრობის გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი შემადგენლობის შეცვლაა.

უფრო კონკრეტულად სამოქმედო გეგმის შესახებ ოპოზიცია დღევანდელ აქციაზე ისაუბრებს.

აქციები რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც14 ნოემბერს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

banner
წინა სტატიაში“ვერანაირი იარაღი და სპეცრაზმი ვერ შეგვაშინებს” – თბილისში მიმდინარე აქციას ოპოზიცია კახეთიდანაც უერთდება
შემდეგი სტატიასირაძე-არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი ადგილზე არავის არ აქვს