შსს-ში აცხადებენ, რომ ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია.
მკვლელობის ჩამდენის ვინაობა უკვე დადგენილია.
სამინისტროში მის ვინაობას არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ბრალდებულის დასაკავებლად სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებები მიმიდნარეობს.
მკვლელობა თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახელოსნოში დღეს მოხდა.
ავტოსახელოსნოში მისულმა მამაკაცმა, იქ მომუშავე ერთ-ერთ პის ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია კომპიუტერული დიაგნოსტიკის სპეციალისტი რამაზ მჭედლიშვილი.