შსს-ში აცხადებენ, რომ ხარვეზები, რომლებზეც აუდიტის დასკვნაშია საუბარი, უკვე აღმოფხვრილია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ხარვეზები, რომელზეც აუდიტის დასკვნაშია საუბარი, უკვე აღმოფხვრილია.

მათივე ინფორმაციით, აუდიტის დასკვნაში აღწერილია მომსახურების სააგენტოში 2017 წელს აღმოჩენილი ხარვეზები.

„სახელმწიფო აუდიტმა გამოაქვეყნა შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წელს, წინა ხელმძღვანელობის პერიოდში, განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანგარიში. აუდიტის დასკვნაში აღწერილია მომსახურების სააგენტოში 2017 წელს აღმოჩენილი ხარვეზები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, სრულად ინფორმირებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა, რომელმაც მოსვლისთანავე აღმოფხვრა ყველა არსებული ხარვეზი და აუდიტის დასკვნაში მითითებული 2017 წლის მსგავსი ფაქტები მომსახურების სააგენტოში 2018 წლიდანვე აღარ ფიქსირდება“, – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე ცუდი 2012 წლის შემდეგ, უაღრესად აგრესიული კამპანიით პირველივე დღიდან
შემდეგი სტატია“ახალი თაობა”-ვასაძე პოლიტიკაში შემოსვლაზე ივანიშვილს უკვე შეუთანხმდა