შსს-ში აცხადებენ, რომ გოდერძი თევზაძის მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ფაქტი არ ფიქსირდება

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

შსს-ში აცხადებენ, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულს, შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებელ გოდერძი თევზაძეს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს.

ასეთი კომენტარი გააკეთეს შსს-ში მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების საპასუხოდ.

პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გოდერძი თევზაძე ბრალი წარედგინა და ის მიმალვაში იმყოფება.

banner
წინა სტატიაში“ამერიკის მხარე, პირადად პრეზიდენტი ბუში აფრთხილებდნენ სააკაშვილს, არ გადაედგა ტრაგიკული ნაბიჯი, რაც მოხდა 2008 წელს”
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძემ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა