“შსს-სგან გარანტია გვაქვს, რომ ადამიანის უსაფრთხოებას პრობლემა არ შეექმნება”

“თბილისი პრაიდის” მიერ დაორგანიზებული პირველი ღონისძიების ჩატარებამდე 4 საათზე ნაკლები რჩება – დღეს ორგანიზატორებს დახურული კინოჩვენება აქვთ დაგეგმილი, რომელსაც 400-მდე სტუმარი, მათ შორის დასავლელი დიპლომატები დაესწრებიან.

“თბილისი პრაიდის” ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ პრაიდის მონაწილეებს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გარანტია აქვთ, რომ ღონისძიებაზე მათი უფლებები დაცული იქნება.

“სამწუხაროდ, რადიკალურმა დაჯგუფებებმა იციან, სად ტარდება ღონისძიება. ისინი ორგანიზდებიან, რომ ხელი შეგვიშალონ, თუმცა ჩვენ გარანტიები გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომ ჩვენ ღონისძიებაზე ადამიანის უსაფრთხოებას პრობლემა არ შეექმნება”,- თქვა გიორგი თაბაგარმა.

banner
წინა სტატიაში1-ლი ივლისიდან მთავრობა ფქვილის სუბსიდირებას აღარ გააგრძელებს
შემდეგი სტატია“ჩემს გადაბირებას არაფერი უნდა, მთავარია, ის შემომთავაზო, რასაც ვითხოვ”