შსს სასაზღვრო პოლიციის სერჟანტის, ვალერი გედელიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე სასაზღვრო პოლიციის სერჟანტის, ვალერი გედელიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის – 1989 წელს დაბადებულ ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო.

სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი ვალერი გედელიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიებას სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს.

banner
წინა სტატიაშირუსული კანონის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს კანდიდატის სტატუსი და უვიზო მიმოსვლა-აუსტრევიჩუსი
შემდეგი სტატია“ოცნების” პროპაგანდა “Facebook”-მა ყალბ ინფორმაციად მონიშნა