შსს, საქართველოს მასშტაბით ტყის ხანძრებთან დაკავშირებით უახლოეს ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს მასშტაბით ტყის, ტყის ქვედა საფარის და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით ავრცელებს განახლებულ ინფორმაციას.
სამინისტროს ინფორმაციით ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია:

სამეგრელო – წალენჯიხის მუნიციპალიტეტი: სოფელები ზღვაია, ნაკუფუ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი: ზემო ეწერი.
ჩხოროწყუს 7 სოფელი,
მარტვილში სოფელი ლესიჭინე.

გურია – ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ვაკიჯვარი. ასევე ლიკვიდაციაა სოფელ მამათში.

აჭარა – ქობულეთში.

იმერეთში – ხონში, ტყიბულში, კოპიტნარსა და საჩხერეში.

კახეთში – გომბორის უღელტეხილზე.

ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის და კონტროლს ექვედებარება:
სამეგრელო- წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩქვალერი.

გურია- ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი.
რაჭა – ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფელი კრიხი. ონის მუნიციპალიტეტი სოფელი ძეგლევი.
ქვემო ქართლი – დედოფლისწყარო.
ღია კერა შენარჩუნებულია:
აჭარა – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ზედე ჯოჭო. იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. მობილიზებულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი და 4 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

ბოლო 4 დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბის მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 318 დასხმა განახორციელეს.
ცალკეულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები.

ამ დროისთვის საქართველოს მასსშტაბით სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

banner
წინა სტატიაშიბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ქალაქში არსებულ რეალობას სწორი პროექტების განხორციელებით შევცვლით