შსს საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ერთი მესაზღვრის გარდაცვალება დამწვრობამ გამოიწვია.
”მიმდინარე წლის 25 სექტემბერს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის N5 სამმართველოს (ლაგოდეხი) N5 სექტორის (შილდა) დისლოკაციის ადგილზე, პირველადი ინფორმაციით, მოხდა გაზის ბალონის აალება. მიღებული დამწვრობის შედეგად, გარდაიცვალა სასაზღვრო პოლიციის II ჯგუფის სპეციალისტი (უფროსი მესაზღვრე), უფროსი ლეიტენანტი ლაშა ჩუბინიძე. შემთხვევის შედეგად დაშავდა სასაზღვრო პოლიციის სამი მოსამსახურე, რომელთაც სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები აღენიშნებათ. ისინი მკურნალობის კურსს კლინიკაში გადიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკონსტიტუცია, რომელსაც ვიღებთ, მთლიანად პასუხობს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს და ქვეყნის განვითარების დღის წესრიგს
შემდეგი სტატიასაქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან