10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

შსს: სამეგრელოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კაცმა მეზობელი სანადირო თოფით დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1959 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა მეზობელი – 1989 წელს დაბადებული ნ.პ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.შ. ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს რკინიგზა“ მოდერნიზაციის პროექტის პრეზენტაციას მართავს
შემდეგი სტატიალაშა ჟვანია: თანამედროვეობის დიდი მოღვაწე მიტროპოლიტი იობის საღვთისმეტყველო განათლების დადასტურებას ფიზიკურად დიპლომის არსებობა არ სჭირდება