შსს სამეგრელოს-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს უფროსის დანიშვნის ფაქტს ადასტურებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ნიკოლოზ დიასამიძის დანიშნვაზე სპეციალურ ბრძანებას ხელი მოაწერა. ინფორმაცია “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ნიკოლოზ დიასამიძე 1975 წლის 12 დეკემბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში დაიბადა. ის სხვადასხვა დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, იყო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე სამტრედიის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობებზე.

banner
წინა სტატიაშისკრიპალების მოწამვლის საქმეში ახალი დეტალი გამოიკვეთა
შემდეგი სტატიამოსკოვში ნანი ბრეგვაძის კონცერტი გადაიდო