სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელი ჯერ არ ჰყავს

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყებაში განხორციელებულ ცვლილებებს ,,თაიმერთან” საუბარში ადასტურებს. სამინისტროში დაადასტურეს ინფორმაცია სამეგრელო- ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

,,გურამ ზესაშვილი ამჟამად აღარ იკავებს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას. იგი, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე როტაციის ფარგლებში, უწყებაში სხვა თანამდებობაზე დაინიშნება. როდესაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი დაინიშნება, დაუყოვნებლივ მოგაწვდით ინფორმაციას- განუცხადეს “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი – გიგა ზესაშვილი თანამდებობას ტოვებს
შემდეგი სტატიაზვიად დევდარიანის საქმეზე შს სამინისტრო გამოძიებას დაიწყებს