შსს-ს წარმომადგენელმა აქციის ორგანიზატორებს პარლამენტთან ტერიტორიის გასათავისუფლებლად 30 წუთიანი ვადა მისცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აქციის ორგანიზატორებს პარლამენტის შენობასთან ტერიტორიიდან გასასვლელად 30 წუთი მისცა.

შსს-ს წარმომადგენელი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ზაალ უდუმაშვილს ესაუბრა. უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ აქცია მშვიდობიანი ფორმით მიმდინარეობს და ისინი დაშლას არ აპირებენ.

ამასთან, პარლამენტის შენობის მიმდებარედ და პირველი რესპუბლიკის მოედანზე სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული.

პარლამენტის შენობის შესასვლელები დილიდან ბლოკირებულია. საკანონმდებლო ორგანოში დღეს ბიუროს სხდომაა ჩანიშნული.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ოპოზიცია „გერმანულ მოდელს“ ითხოვს, რადგან ის არის მთლიანად პროპორციული სისტემა
შემდეგი სტატიასპეცრაზმი და სპეცტექნიკა პარლამენტის შენობასთან – აქციაზე ვითარება დაიძაბა