შსს-ს თანამშრომლებს ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომანქანის მართვის კურსი ჩაუტარდათ

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს
აკადემიის 20 თანამშრომელს ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომანქანის მართვის
ხუთდღიანი ტრენინგი ჩაუტარდა.

ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.
სწავლებას ამერიკელი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. ტრენინგი პრაქტიკულ და
თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა. სასწავლო კურსი აშშ-ს სახელმწიფო
ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო
ბიუროს (INL) ორგანიზებით ჩატარდა.
ამერიკაში გაემგზავრება და ტრენერთა ტრენინგს გაივლის.
სწავლების მიზანი იყო ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომანქანის მართვის
უნარ-ჩვევების გაძლიერება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლებისთვის მსგავსი ტიპის ტრენინგების
ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიდიაბეტის სამკურნალო „მედფორმინის“,„გლიმეპრიდისა“ და „გლიკლაზიდის“ შეძენა ორშაბათიდან ნახევარ ფასად იქნება შესაძლებელი
შემდეგი სტატიარა უნდა ვიცოდეთ ალიმენტის შესახებ და როგორ მივიღოთ იგი