14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატ ია სირანაშვილზე შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო

შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს მას შემდეგ, რაც მისი ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა ჩატარდა. თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატმა, ია სირანაშვილმა განაცხადა, რომ ის სამართალდამცველებმა ჩხრეკის ოპერაციის დროს ბინიდან გამოაგდეს და წიხლები ურტყეს.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: ელიზბარაშვილის სახლის ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ
შემდეგი სტატიალალი მოროშკინა: ხომ არ არის “საკრალური მსხვერპლი” ირაკლი ღარიბაშვილი? ხომ არ იგეგმება მისი ლიკვიდაცია?