შსს-ს თანამშრომელმა ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

სამხრეთ აფრიკაში გამართულ ძალისმიერი სამჭიდის პროფესიონალ სპორტსმენთა
მსოფლიო ჩემპიონატში საქართველოს ხუთკაციანმა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა,
რომლის შემადგენლობაშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომელი ლევან გილიგაშვილი ასპარეზობდა. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

ლევან გილიგაშვილმა 83 კგ წონით კატეგორიაში 200 კილოგრამიანი შტანგა
ასწია, მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

პოლიციის მაიორი ლევან გილიგაშვილი სპორტის საერთაშორისო ოსტატია, მას
მოპოვებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ტიტული. იგი ევროპის ჩემპიონი,
ევროპის თასის მფლობელი, მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი და
საქართველოს 14 გზის ჩემპიონია.

banner
წინა სტატიაში(foto) პუტინი ბიზანტიელი იმპერატორტების ტახტზე და ლოცვა მისი ჯანმრთელობისთვის
შემდეგი სტატიაშსს-მ 70 აბი „სუბუტექსი“ ამოიღო