შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა გამოაქვეყნა.
სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს, საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად 5969 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მომხდარ ავარიებს 469 ადამანი ემსხვერპლა, 8191 ადამიანი კი დაშავდა.


















