შსს-ს სპეციალური დანაყოფის მობილიზება მესტიაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფის მობილიზება მესტიაში. სამართალდამცველები “რუსთავი 2”-ის გადამღებმა ჯგუფმა გვიან ღამით მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში გადაიღო.
უკავშირდება თუ არა მათი ჩასვლა სვანეთში დღეს დაგეგმილ საპროტესტო გამოსვლას ძალოვანები არ აკონკრეტებენ.
სვანეთის მოსახლეობა დღეს გზის გადაკეტვისთვის ემზადება. საპროტესტო აქციით, ადგილობრივები სამშენებლო კომპანიისთვის მესტია-ჭალა-ჰესის მშენებლობის ხელის შეშლას გეგმავს.
მესტიაში დღეს “სინერჯი ქონსტრაქშენმა” სპეც ტექნიკა უნდა აიყვანოს. ჰესების მშენებლობის შეჩერება სვანებმა გუშინ მესტიის ცენტრში გამართულ აქციაზე კიდევ ერთხელ მოითხოვეს. მათი თქმით, ერთდროულად რამდენიმე ჰიდრო ელექტრო სადგურის აგება რეგიონში უნიკალურ ბუნებას გაანადგურებს. შემუშავდა შესაბამისი პეტიციაც.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: უძლური და უსუსური ხელისუფლების ცქერა ძალიან მძიმეა
შემდეგი სტატიაარჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება – საქართველოს საპატრიარქო რუსეთის პატრიარქის ოფიციალურ წერილს ელოდება