შსს-ს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება

შს სამინისტროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ ნოე რამიშვილის ქუჩაზე, ასევე კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ “სამგორამდე”, ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისში, 2016 წლის 31 მაისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ ნოე რამიშვილის ქუჩაზე, ასევე კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ “სამგორამდე”, ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.

გზის გადაკეტვის დროს ავტომანქანები იმოძრავებენ ალტერნატიული მარშრუტით – კახეთის გზატკეცილიდან ქალაქის ცენტრისკენ ჯავახეთის ქუჩით, მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით.

2 ივნისს, ღონისძიების დღეს, დილის 09:00 საათიდან ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება ნოე რამიშვილის ქუჩაზე, ასევე კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ “სამგორამდე”. 10:00 საათიდან კი – ჯორჯ ბუშის ქუჩის დასაწყისიდან, კახეთის გზატკეცილზე ე.წ. ჯავახეთის ხიდებამდე.

ავტომანქანები აღნიშნულ მონაკვეთზე თბილისის ცენტრიდან აეროპორტისკენ იმოძრავებენ ქეთევან დედოფლისა და მოსკოვის გამზირების გავლით, ჯავახეთის ქუჩით, კახეთის გზატკეცილის მიმართულებით.

ავტომანქანების მოძრაობა 2 ივნისს ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: ვარშავის სამიტის შემდეგ პოლონეთში ნატო-ს სამხედროების რაოდენობა გაიზრდება
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ის საქმე – სააპელაციო სასამართლოსთან მხარდამჭერები იკრიბებიან