შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა

შსს-ს თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ტოგოს დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „RANIA-H“ ფოთის საზღვაო ნავსადგურში დააკავეს.

 

გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა – 50 000 ლარის ოდენობით.
გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც სირიის  მოქალაქეა, საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით.
გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
banner
წინა სტატიაშიშსს-მ ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაგანათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გარდაბანის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეხვდა