შსს-ს საპატრულო პოლიციამ ბათუმში ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საწვრთნელი ვარჯიში ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების უწყებასთან და გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკისა და კლიმატური ცვლილების დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ბათუმში, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის 3 დღიანი საწვრთვნელი ვარჯიში ჩაატარა.

საწვრთვნელი ვარჯიშები სარფის საკონტროლო–გამტარ პუნქტზე, ბათუმის პორტში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტსა და ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე გაიმართა.

სწავლების მიზანი საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ბირთვული და რადიაციული ნივთიერებების აღმოჩენა, საფრთხეზე დროული რეაგირება და შესაბამისი დანაყოფების სტანდარტული სამოქმედო პროცედურების (SOP) ზუსტი დაცვა იყო.

საწვრთნელ ვარჯიშში შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გოგა რაზმაძე, შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების უწყების საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ვივიანა სანდბერგი, აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცველები ესწრებოდნენ.

მსგავსი სახის ფართო მასშტაბიანი წვრთვნა შსს-ს საპატრულო პოლიციის ორგანიზებით წელს პირველად ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიდასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში ტიხრული მინანქრის სკოლა-სახელოსნო ჩაერთო
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფრანცისკო დელ რიოს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა