შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის დანაყოფებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს და დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი ჩააბარეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაში – „გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე“, უკვე მეოთხე წელია მონაწილეობს. შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მ.იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებული „სისხლის ბანკის“ დახმარებით, ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ. ამჯერად, სისხლი შსს-ს 160 თანამშრომელმა ჩააბარა.

აქციის მიზანი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებაა.

banner
წინა სტატიაშიცაბაძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის სიძე და მისი მეგობარი რესპუბლიკურ საავადმყოფოს სავარაუდოდ დღეს დატოვებენ